კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ევროპის პირველ ფიზიკის ოლიმპიადაზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს!
- 25 მაისი, 2017
საქართველოს ფიზიკის ეროვნული ნაკრები ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში გამართულ ევროპის პირველ ფიზიკის ოლიმპიადაზე (EUPHO 2017) გაემგზავრა.
კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა კონსტანტინე გაგნიძემ - ვერცხლის და გიორგი გრიგოლიამ - ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
შეჯიბრის ორი მთავარი მიზანია: ხელი შეეწყოს პრობლემის გადაწყვეტის დროს კრეატიული აზროვნების გაზრდას და შეიქმნას ევროპული ფიზიკის ოლიმპიადის ტრადიცია, რაც აქამდე არ არსებობდა.
ევროპის პირველ ფიზიკის ოლიმპიადის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ, აქ.
კომაროვის სკოლა ულოცავს საქართველოს ფიზიკის ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!